Belive

ვირტუს ბოლონია პლეი ოფის მესამე შეხვედრაში დამარცხდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში პლეი ოფის პირველი რაუნდი მიმდინარეობს, "ვირტუს ბოლონია" მესამე შეხვედრაში "ტორტონასთან" 91:81 დამარცხდა, ქართველი კალათბურთელის გუნდი წაგების მიუხედავად სერიას მაინც ლიდერობს 2:1.

თორნიკე შენგელია ვირუსის და მაღალი ტემპერატურის გამო თავის გუნდს საწყის ორ მატჩში ვერ დაეხმარა, დღეს კი დაბრუნდა და 12 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 6 ქულა, 1 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით "ტორტონას" კალათბურთელი ტომასო ბალდასო იყო, 14-14 ქულა ჰქონდათ "ვირტუსის" რიგებიდან დანიელ ჰაკეტის და აიზია კორდინიეს.

პლეი ოფის მომდევნო შეხვედრა 18 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები