თორნიკე შენგელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა | ბარსელონამ მოიგო
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ბრეოგანი 109:78 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ ლიგა ენდესაში მე-200 მატჩი ჩაატარა და შეხვედრის MVP გახდა, მან 21:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა (10-დან 10 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა მაილს კეილიმ ჩააგდო.
18-18 ქულა ჰქონდათ უილ კლაიბერნსა და კევინ პანტერს, ხოლო ბრეოგანის მხრიდან 13-13 ქულით გამოირჩნენ ფრანსისკო ალონსო, დანკო ბრანკოვიჩი და დომინიკ მავრა.
ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში 30 ქულით მე-3 პოზიციაზეა (15 მოგება, 6 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 13 მარტს ევროლიგის ეგიდით, თელ ავივის აპოელის წინააღმდეგ გამართავს.
Victòria incontestable a Lugo 👏 pic.twitter.com/Y4fOdk7B0Z
— Barça Basket (@FCBbasket) March 8, 2026