უკრაინასა და ესპანეთთან მატჩებისთვის ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა უკრაინასა და ესპანეთთან შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრებში 19 კალათბურთელი გამოიძახა. 2027 ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა უკრაინასთან 2 ივლისს ლატვიაში, ხოლო ესპანეთთან - თბილისში, 5 ივლისს გაიმართება.
„თბილისი არენაზე“ გამართულ პირველ ვარჯიშს ადგილობრივი ჩემპიონატის მოთამაშეებთან ერთად ის ლეგიონერებიც შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო სეზონი უკვე დაასრულეს. მათ შორისაა „ორლანდოს“ ცენტრი გოგა ბითაძე. სანდრო მამუკელაშვილი და მარკის რიდი გუნდს ლატვიაში შეუერთდებიან.
ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ დაემატება. აღსანიშნავია, რომ ჯიკიჩის საბოლოო სიაში ამჯერად ვერ მოხვდა ესპანეთში, კერძოდ ბასკონიაში მოთამაშე 17 წლის მათე ხატიაშვილი.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 21 ივნისს ლატვიის ქალაქ იურმალაში გაემგზავრება, სადაც 29 ივნისამდე მოემზადება. ოფიციალური მატჩების წინ საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ანგლოსა (24 ივნისს) და ლატვიის (29 ივნისს) წინააღმდეგ.