Belive

ლეიკერსმა ამჯერად მაიამი დაამარცხა | მამუკელაშვილმა 13 ქულა ჩააგდო

12 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მაიამი ჰიტი მიიღო და მეტოქე 138:117 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მწვრთნელისგან 28 წუთი მიიღო და დრო შესანიშნავად გამოიყენა. სანდრომ 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველი თამაშიდან 50%-იანი სიზუსტით უტევდა. ჩააგდო 5-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი. საჯარიმო სულ 2-ჯერ ისროლა, საიდანაც ერთი იყო ზუსტი.

ლუკა დონჩიჩი კვლავ ბრწყინავდა - 43 ქულა და 13 ასისტი ანტეტონკუნმპოს 30 ქულისა და 12 მოხსნის წინააღმდეგ.

ეს ლეიკერსის მერვე ჩატარებული შეხვედრა იყო რეგულარულში, სადაც უკვე 6 მოგება დაუგროვდა.

სხვა სტატიები