Belive

U16 | საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონის A-ჯგუფში, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია დამაჯერებლად, 81:65 დაამარცხა. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 1/4-ფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსი გაუჩნდა.

ავსტრიასთან გამართულ შეხვედრაში, ავთანდილ ბახტაძემ გამორჩეულად იასპარეზა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ცენტრმა 18 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც დააგროვა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. 

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ქართველი კალათბურთელები ისლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, 1/4-ფინალურ საგზურს გაინაღდებენ. ისლანდიისა და საქართველოს 16-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება 9 აგვისტოს გაიმართება. 

სხვა სტატიები