Belive

U16 | ავთანდილ ბახტაძე ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რუმინეთის ქალაქ პიტეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონში, საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა, მე-3 ადგილი დაიკავა და მომავალ წელს A-დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მე-3 ადგილისთვის მატჩში, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელი რუმინეთი დამაჯერებლად, 70:68 დაამარცხა. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გმირი ავთანდილ ბახტაძე გახლდათ, რომელმაც 18 ქულასთან ერთად 15 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ბახტაძე მთელი ტურნირის განმავლობაში გამორჩეული იყო და სიმბოლურ გუნდში სრულიად დამსახურებულად მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონის სიმბოლური გუნდი: ავთანდილ ბახტაძე (საქართველო), ბორნა კატანოვიჩი (ხორვატია), როკო იემო (ხორვატია), ივაილო სრინსკი (ბულგარეთი), კოდრუტ-ალექსანდერ დინუ (რუმინეთი). 

ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონის MVP ბორნა კატანოვიჩი გახდა.

სხვა სტატიები