Belive

U16 | საქართველომ ისლანდია დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონის A-ჯგუფში, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ისლანდია დამაჯერებლად, 96:71 დაამარცხა. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველომ 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ესტონეთს დაუპირისპირდება. 

ისლანდიასთან გამართულ შეხვედრაში, ავთანდილ ბახტაძემ გამორჩეულად იასპარეზა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ცენტრმა 20 ქულასთან ერთად 15 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ მოხსნების საერთო რაოდენობაში საქართველოს ნაკრები დომინირებდა - ქართველმა კალათბურთელებმა ბურთი 63-ჯერ მოხსნეს, ხოლო ისლანდიელებმა მხოლოდ 36-ჯერ.

გამორჩეული თამაში ჰქონდათ გიორგი ნიკოლაევსა (17 ქულა, 9 მოხსნა) და გიორგი ცაგარეიშვილს (22 ქულა, 5 მოხსნა). აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. 

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ბოსნია & ჰერცეგოვინას (90:61), ავსტრიისა (81:65) და ისლანდიის (96:71) დამარცხება შეძლო და მხოლოდ მასპინძელ რუმინეთთან დამარცხდა (62:66). 3 გამარჯვებითა და 1 მარცხით, საქართველომ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სხვა სტატიები