Belive

U16 | საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და მე-3 ადგილი დაიკავა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელი რუმინეთი დამაჯერებლად, 70:68 დაამარცხა. მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონში ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა და მომავალ წელს A-დივიზიონში იასპარეზებს.

რუმინეთთან გამართულ მატჩში, ავთანდილ ბახტაძემ კვლავ გამორჩეულად იასპარეზა და ისევე როგორც წინა შეხვედრებში, გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ცენტრმა 18 ქულასთან ერთად 15 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ასევე გამორჩეული მატჩი ჩაატარა მათე ხატიაშვილმა, რომელმაც 23 ქულასთან ერთად 3 მოხსნაც დააგროვა.

სხვა სტატიები