Belive

ქართველი 18-წლამდელები რუმინეთთან დამარცხდნენ და მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ

6 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

18-წლამდელთა ევრობასკეტზე (B დივიზიონში), საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და მეშვიდე ადგილის დაკავებისთვის იბრძოლებს. მე-5/მე-8 ადგილებისთვის გამართულ პლეი-ოფში, საქართველო რუმინეთთან 74:81 დამარცხდა.

რუმინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედის ბოლოს მოიპოვეს, როცა 12 ქულით წინ გასვლა შეძლეს (62:50). ბოლო მეოთხედი ქართველებმა 5 ქულით მოიგეს, თუმცა შედეგის თავისკენ შემოტრიელება ვეღარ მოახერხეს.

ჩვენს გუნდში საუკეთესო გიორგი დოხნაძე იყო - 17 ქულით, დავით ფაჩულიამ 13 ქულა დააგროვა, მათე ხატიაშვილს კი 12 ქულა ჰქონდა.

მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში, საქართველო ხორვატიას დაუპირისპირდება, რომელმაც თავისმხრივ, შეხვედრა უნგრეთთან დათმო.

სხვა სტატიები