U16 | საქართველომ რუმინეთი დაამარცხა
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A-დიზივიონის მე-11 ადგილისთვის გამართულ მატჩში, საქართველო რუმინეთს დაუპირისპირდა და 88:84 გაიმარჯვა.
ისრაელთან მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე კვლავ A-დივიზიონში ასპარეზობა განაღდებული ჰქონდა, რუმინეთთან მოგება კი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რაც შეიძლება კარგ პოზიციაზე დასასრულებლად იყო საჭირო - შედეგად, საქართველომ ტურნირი მე-11 პოზიციაზე დაასრულა.
რუმინეთის წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლუკა ფოჩხუამ, რომელმაც 23 ქულის, 8 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.