U 16 | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან დამარცხდა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში (9-16) თურქეთთან 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:71 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში 16 ქულით, 8 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით ცოტნე დგებუაძე გამოირჩა. 17 ქულას, 3 პასს, 3 ჩაჭრასა და 2 მოხსნას მოუყარა თავი ლუკა გაბისიანმა.
თურქეთს 15 ქულით, 14 მოხსნით, 4 ასისტითა და 1 დაფარებით არდა ოზთურქმა ულიდერა.
საქართველოს ნაკრები მე-13 ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო და ჩვენი მომავალი მეტოქე იტალიასა და ისრაელს შორის დამარცხებული იქნება.