U16 | საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
14 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მე-3 შეხვედრაშიც დამარცხდა, ისინი საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და მათ წინააღმდეგ 86:63 დათმეს.
მატჩში ორივე ნაკრებიდან 19 ქულით საუკეთესო იყო ლუკა გაბისიანი, მან 30:26 წუთი ითამაშა, ამ დროში ქართველმა ახალგაზრდამ ქულების გარდა ასევე 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
საბერძნეთიდან ყველაზე მეტი 18 ქულა ჩააგდო ანდრეას ბარლოსმა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატით ჯგუფიდან ოთხივე გუნდი გადის, მერვედფინალში მე-4 ადგილით გავედით და 11 აგვისტოს D ჯგუფის პირველადგილოსანს შევხვდებით, აღნიშნულ ჯგუფში კი ჯერჯერობით პირველადგილოსნის ვინაობა გასარკვევია, სადაც თამაშობენ ისეთი ნაკრებები, როგორებიც არიან: საფრანგეთი, სლოვენია, გერმანია და ბელგია.