U16 | საქართველომ პოლონეთი დაამარცხა და A-დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
4 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთი დამაჯერებლად 75:57 დაამარცხა და A-დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
პრინციპული შეხვედრა საქართველოს ტოტალური უპირატესობით მიმდინარეობდა და ტაბლოზე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ჩვენი ასაკობრივი ნაკრების გამარჯვებაში ლომის წილი მათე ხატიაშვილმა შეიტანა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 32:44 წუთში 28 ქულის, 13 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
შეგახსენებთ, საქართველო პოლონეთს მე-13-ე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდა და გამარჯვებით A-დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო წაგებული პოლონეთი, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულ ბულგარეთსა და ხორვატიასთან ერთად B-დივიზიონში დაქვეითდა.