მათე ხატიაშვილმა ფინალში რეალს 29 ქულა ჩაუგდო
ესპანეთში საკალათბურთო ასაკობრივი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომლის ფინალშიც ერთმანეთს ბასკონია და რეალ მადრიდი დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრების 17 წლის გამთამაშებელი, მათე ხატიაშვილი, როგორც ევროლიგის, ისე ესპანეთის უმაღლესი ლიგის (ბასკონიას) ძირითადი გუნდის განაცხადშია და ასაკობრივ გუნდთან ერთად თამაშობს.
ფინალში ბასკონია 82:92 დამარცხდა მადრიდის რეალთან, თუმცა მათე ხატიაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა შეხვედრა 29 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოხსნით დაასრულა.
მათე შედეგიანი იყო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩშიც - ბარსელონასთან. ქართველმა გამთამაშებელმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. მათემ 18 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა, ბასკონიას 70:63 მოაგებინა და ფინალში გაიყვანა.
ხატიაშვილმა, ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ტენერიფეში, ესპანეთთან ჩაატარა და 21 წუთში 10 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა მიითვალა.