U16 ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ესპანეთთან 73:98 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, ესპანეთთმა I მეოთხედი 15:23 მოიგო, II მეოთხედში საქართველომ 22:15 გაიმარჯვა, დანარჩენი ორი, III და IV მეოთხედები კი ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა (14:31, 22:29) და შეხვედრაც დიდი ანგარიშით დავთმეთ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სტატისტიკა კი ასეთია:
დავით ტრაპაიძე - 23 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა
საბა პატაშური - 18 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 7 ჩაჭრა და 2 დაფარება
ლუკა ფოჩხუა - 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა
გიორგი გოგოლაშვილი - 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა
სანდრო შერვაშიძე - 3 ქულა და 4 მოხსნა
აკმალხან აუბაკიროვი - 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა
ბესო გიგაური - 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა
იური კვირიკაშვილი - 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა
ნიკოლოზ მარკოიშვილი - 2 ქულა
ბექა გაგუა - 1 შედეგიანი გადაცემა
საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები C-ჯგუფში თამაშობს და მომდევნო შეხვედრას, 9 აგვისტოს, 18:30 საათზე, სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 10 აგვისტოს, ასევე 18:30 საათზე, საქართველოსა და გერმანიის მატჩი გაიმართება.