Belive

U 16 | ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში საქართველომ საფრანგეთთან 35 ქულით წააგო

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, საფრანგეთთან 35-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 54:89 დამარცხდა.

საქართველოს ნიკოლოზ მარკოიშვილმა ულიდერა, რომელმაც 22 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 შეადგინა, რითაც მატჩში მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების გამთამაშებელს, ლიამ ელეკას (22) ჩამორჩა.

ელეკამ 14 ქულას, 4 პასს, 4 მოხსნასა და 4 ჩაჭრას მოუყარა თავი.

საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო და ჩვენი მომავალი მეტოქე თურქეთი იქნება.

სხვა სტატიები