Belive

U 16 | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დაქვეითდა

5 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მე-13 ადგილისთვის ბრძოლაში ისრაელთან 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91:72 დამარცხდა.

საქართველოს 24 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ნიკოლოზ მარკოიშვილმა ულიდერა.

ისრაელის ნაკრების რიგებში 25 ქულით, 11 მოხსნით, 7 ასისტითა და 2 დაფარებით მაორ სელა გამოირჩა.

ამ წაგებით საქართველომ მე-13 ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დაქვეითდა. ჩვენი გუნდი ბოლო მატჩს (მე-15 ადგილისთვის) ბელგიასა და სლოვენიას შორის დამარცხებულთან გამართავს.

სხვა სტატიები