Belive

U 16 | ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან 22 ქულით დამარცხდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ისრაელთან 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 75:97 დამარცხდა.

საქართველოს ცოტნე დგებუაძემ ულიდერა, რომელმაც 27 წუთში 26 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ისრაელის ნაკრების რიგებში 17 ქულით, 4 ასისტითა და 2 მოხსნით იანაი ლახმანოვიჩი გამოირჩა.

საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ხვალ, 21:30 საათზეა ჩანიშნული.