"თუ ევროპაში დავბრუნდი მხოლოდ რეალში ვითამაშებ" - ლუკა დონჩიჩი
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA Global Games-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "დალას მავერიკსი" "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდა. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა თანამედროვე კალათბურთის ვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა. NBA-ს სლოვენიელ მოთამაშეს ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებაზე ჰკითხეს. ლუკას თქმით, ევროპაში დაბრუნების შემთხვევაში ერთადერთი გუნდი, სადაც ითამაშებს "რეალი" იქნება.
რომ არა "რეალი" მე იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. მადრიდმა ყველაფერი მომცა: განათლება, ვისწავლე კალათბურთის თამაში და დავეუფლე უცხო ენას. ამ გუნდთაც ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. თუ ერთ დღეს ევროპაში დავბრუნდები, ერთადერთი კლუბი სადაც ვითამაშებ "რეალ მადრიდი" იქნება. - განაცხადა ლუკა დონჩიჩმა
24 წლის ასაკში ლუკამ შეძლო და 2018 წელს ევროლიგის ჩემპიონის და ფინალების MVP-ის ტიტულიც მოიპოვა. "მავერიკსმა" ახალგაზრდა სლოვენიელი სწორედ ამ სეზონის შემდეგ დაიმატა.