სანდრო მამუკელაშვილი: "მნიშვნელობა არ აქვს ძირითადში ვიქნები თუ სათადარიგოზე"
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა ბოსტონ სელტიკსი მიიღო და 96:112 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილი ტორონტოს ძირითად ხუთეულში აღმოჩნდა და მიცემული დროც შესანიშნავად გამოიყენა. სანდრომ ტორონტოს მაისურით ყველაზე მეტი, 24 ქულა დააგროვა და აღსანიშნავია, რომ მეტოქეს 6 სამიანი ჩაუგდო.
იყო მომენტები, როცა კარგად გამოვიყურებოდით. ჩვენ გვიყვარს ბურთის სწრაფი მოძრაობა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შეტევაში მოხსნებში მეტოქემ მნიშვნელოვნად გვაჯობა. ამას თავიდან შევხედავთ, დასკვნებს გამოვიტანთ და გამოვასწორებთ.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ძირითად ხუთეულში დავიწყებ თუ სათადარიგო სკამზე - მე ყოველთვის მზად ვარ. პროფესიონალი კალათბურთელის მენტალობა ასეთი უნდა იყოს: გადამწყვეტ მომენტში ითამაშოს მაღალ დონეზე და ყველაფერი გააკეთოს გამარჯვებისთვის. - განაცხადა სანდრო მამუკელაშვილმა