Belive

NBA-ის 5 საუკეთესო კალათბურთელი იანის ანტეტოკუნმპოს აზრით

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ, ამ მომენტისთვის NBA-ის 5 საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა.

იანისის რჩეულთა შორის ნიკოლა იოკიჩი (დენვერი), ლუკა დონჩიჩი (ლეიკერსი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი) და შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა) მოხვდნენ. ხუთეულში ბერძენმა საკუთარი თავიც შეიყვანა.

,,ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი წელი გაქვს. მაგალითისთვის, თუ მე დავბრუნდები, მოვუმატებ და ჩემს გუნდს აღმოსავლეთ კონფერენციას მოვაგებინებ, შემდეგ კი სუპერფინალშიც ვითამაშებთ, ავტომატურად მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი გავხდები. თუმცა, იგივე დონჩიჩმა რომ გააკეთოს, საუკეთესო ის იქნება. ასეა სხვების შემთხვევაშიც.'' - იანის ანტეტოკუნმპო

NBA-ის 2025-2026 წლების რეგულარული სეზონი 21 ოქტომბერს დაიწყება, პლეი-ოფები კი - მომავალი წლის 18 აპრილს.

სხვა სტატიები