წლის ყველაზე შედეგიანი მატჩი მამუსგან | ტორონტომ იუტას მოუგო
13 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBAის რეგულარული სეზონის მატჩში, იუტა ჯაზმა ტორონტო რეპტორსი მიიღო და 127:143 დამარცხდა. სტუმართა რიგებში, ძირითად ხუთეულში იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც პარკეტზე 32 წუთი გაატარა და ბრწყინვალე შეხვედრაც გამოუვიდა.
ერთ მატჩში დაგროვებული ქულების მიხედვით, სანდრომ ამ წელს საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველს 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. მამუმ 8-დან 6 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ტორონტო რეპტორსის შემადგენლობაში, სანდრომ 5 ჩაჭრა პირველად დააგროვა.
მამუკელაშვილის ტორონტო 40 მოგებითა და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა - კანადური გუნდი, მომდევნო მატჩს 2 დღეში, სტუმრად, ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ ჩაატარებს.