Belive

ოკლაჰომა სან ანტონიოსთან დაწინაურდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში სერიის მესამე შეხვედრა გაიმართა, ამჯერად სან ანტონიომ უმასპინძლა ოკლაჰომა სითის და 108:123 დამარცხდა. ამ მოგებით, ოკლაჰომელები სერიაში დაწინაურდნენ (2:1). აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფინალის დაწყებისას განცდილი მარცხი ერთადერთი იყო, რომელიც ოკლაჰომა პლეი ოფებში სულ ჩატარებულ 11 თამაშში იწვნია (იმ თამაშში ვემბანიამამ 41 ქულა ჩააგდო და 24-ჯერ მოხსნა ბურთი).

ფაქტია, თუ ვიქტორ ვემბანიამა არაამქვეყნიურ სტატისტიკაზე ვვერ გადის, მაშინ ოკლაჰომა იგებს. სერიის მესამე თამაშში, ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო, რეგულარულის საუკეთესო შაი გილჯეს-ალექსანდერი იყო. კანადელმა 26 ქულასთან ერთად 12 მოხსნაც დააგროვა.

ვემბანიამასაც 26 ქულა ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს, ფრანგის უბრალოდ 'კარგი' თამაში საკმარისი არაა იმისთვის, რომ დანარჩენმა სპურსმა თანდერს აჯობოს.

2 დღეში მეოთხე თამაში ისევ სან ანტონიოში ჩატარდება. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, ნიუ იორკი კლივლენდს 2:0-ს ამარცხებს.

სხვა სტატიები