Belive

"მამუკელაშვილმა მატჩის ბედის განსაზღვრაში დიდი წვლილი შეიტანა" - ლეიკერსის მთავარი მწვრთნელი

13 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ატლანტა ჰოუკსი 124:114 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 32:16 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველ კალათბურთელს ლეიკერსში გადასვლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი მატჩი ჰქონდა. მამუზე მეტი ქულა მხოლოდ ლუკა დონჩიჩმა დააგროვა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლოს ანჯელეს ლეიკერსის მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ვარსკვლავი კვლავ შეაქო. ჯეი ჯეი რედიკი აღნიშნავს, რომ მამუს ქმედებებმა მატჩის ბედის განსაზღვრაში დიდი წვლილი შეიტანა.

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს რიგებში ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო. მამუკელაშვილმა 23 ქულა დააგროვა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქმედება განახორციელა და უბრალოდ დიდებული იყო. მამუმ მატჩის ბოლოს შესრულებული 2 მოხსნით, მატჩის ბედის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. - ჯეი ჯეი რედიკი.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 10 მოგებით და 2 მარცხით პირველ პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 ნოემბერს მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები