ტრაგედიიდან, რომელსაც ბრაიანტი ემსხვერპლა 3 წელი გავიდა
ზუსტად ამ დღეს - 3 წლის წინ, მსოფლიო მასშტაბის საშინელება დატრიალდა, რომელმაც დიდი თუ პატარა, სპორტსმენი თუ რიგითი გულშემატკივარი, ყველა თანაბრად შეძრა. ლეგენდარული კობი ბრაიანტი, თავის 13 წლის ქალიშვილთან, ჯიჯი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
- კობი ბრაიანტი: წერილი ჩემი ახალგაზრდობის წლებს
- საბედისწერო შეცდომა | ბრაიანტის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
- კობი ბრაიანტი და შავი მამბა | Mamba Mentality…
კობი საკუთარ ვერტმფრენში იმყოფებოდა, რომელიც ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ტრაგედია დილის 10 საათზე, კალიფორნიაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შემთხვევამ სულ 9 ადამიანი იმსხვერპლა. საზარელ შემთხვევას გამოეხმაურნენ როგორც NBA-ის, ასევე – ფეხბურთის ვარსკვლავები.
ტრაგედიის შესახებ წარმოებული გამოძიებით დადგინდა, რომ მფრინავმა, არა ზობაიანმა ავიადისპეტჩერებს შეატყობინა, რომ ნისლიდან გამოყვანის მიზნით, ვერტმფრენი 4,000 ფუტზე (1220 მეტრი) აჰყავდა – თუმცა რეალურად, პირიქით, ამ დროს ვერტმფრენი მარცხნივ იყო გადახრილი და სიმაღლეს სწრაფად კარგავდა.
ასეთ მოვლენას, სამედიცინო ენაზე სომატოგრავიტაციული ილუზია ეწოდება – სწრაფი აჩქარებისას, მიჩვეულები ვართ, რომ უკან ვიხრებით და ჩვეულმა ქმედებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეგვიყვანოს. მხედველობის არეს სრულიად შეზღუდვის შედეგად, სწრაფმა აჩქარებამ და უკან გადახრამ მფრინავს შეცდომით აფიქრებინა, რომ ვერტმფრენი მაღლა აჰყავდა.