ენტონი დევისის ისტორიული მატჩი | ლეიკერსმა მინესოტა დაამარცხა
10 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" 109:120 დაამარცხა.
ეს შეხვედრა ისტორიული გამოდგა ენტონი დევისისთვის, ამერიკელმა კალათბურთელმა 27 ქულა, 25 მოხსნა, 5 ასისტი, 7 ჩაჭრა და 3 ბლოკი დააფიქსირა. ის ერთადერთი კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, რომელმაც ერთ თამაშში 25+ ქულა, 25+ მოხსნა, 5+ პასი და 5+ ჩაჭრა დააგროვა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი 29 ქულით ლებრონ ჯეიმსი იყო.
მინესოტელთა რიგებიდან ენტონი ედვარდსმა და ნაზ რეიდმა 25-25 ქულა ჩააგდეს.