Belive

ლოს ანჯელეს ლეიკერსი 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ბასების ოჯახის 46-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსს ახალი მფლობელი ეყოლება.

ჯინი ბასმა საკონტროლო წილი TWG Global-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ უოლტერს მიჰყიდა. უოლტერსი ლოს ანჯელეს დოჯერსის (MLB), ლოს ანჯელეს სპარკსის (WNBA), საფეხბურთი კლუბ ჩელსისა და კადილაკის ფორმულა 1-ის გუნდის წილებსაც ფლობს.

ამერიკელმა მილიარდერმა ლეიკერსის 66%-იანი წილი 10 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ 1979 წელს ჯერი ბასმა ფრენშაიზი ჯეკ კენტ კუკისგან 67,5 მილიონ დოლარად იყიდა (დაახლოებით 292 მილიონი დღევანდელი მონაცემებით). ბასების ოჯახის მფლობელობის პერიოდში ლოს ანჯელესურმა გუნდმა NBA-ის მოგება 10-ჯერ შეძლო.

მარკ უოლტერსა და ბასების ოჯახს შორის დადებული შეთანხმება სპორტის ისტორიაში რეკორდულია. ამ მხრივ მეორე ადგილს იკავებს ბოსტონ სელქტისი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში 6,1 მილაირდ დოლარად გაიყიდა.

სხვა სტატიები