Belive

ტორონტომ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო | სანდრომ შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა ბრუკლინ ნეტსი 119:109 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 26:33 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 26 ქულა ტაირის მარტინმა ჩააგდო, 25 ქულა ჰქონდა მაიკლ პორტერს, ტორონტოდან ყველაზე მეტი 17 ქულა სკოტ ბარნსის ანგარიშზე იყო, 16-16 ქულა თანაბრად ჩააგდეს ერ.ჯეი ბარეტმა და ჯეიკობ უოლტერმა.

ტორონტო რეპტორსი 12 მოგებით და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 25 ნოემბერს, კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები