Belive

მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი | ტორონტომ ჩიკაგო ბულსს მოუგო

5 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა ჩიკაგო ბულსი სტუმრად 30-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 139:109 დაამარცხა.

მატჩში 22 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 17 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 3-დან 2 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ტორონტოს 23 ქულით, 4 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 დაფარებით არ ჯეი ბარეტმა ულიდერა, ბულსის რიგებში კი 19 ქულით, 7 მოხსნით, 2 ჩაჭრით, 1 პასითა და 1 დაფარებით მატას ბუზელისი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 39 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 21 მარტს, დენვერ ნაგეთსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები