Belive

ტორონტო დეტროიტთან დამარცხდა | მამუკელაშვილმა 20 წუთამდე ითამაშა

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა დეტროიტ პისტონსს უმასპინძლა და 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95:113 დამარცხდა.

მატჩში 20 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 6-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ტორონტოს 18 ქულით, 5 პასითა და 2 მოხსნით იმანუელ ქუიქლიმ ულიდერა, პისტონსის რიგებში კი 28 ქულით, 9 ასისტით, 7 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით კეიდ კანინგემი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 32 მოგებითა და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას 20 თებერვალს, ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები