ტორონტომ იუტა დაამარცხა | სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
7 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა იუტა ჯაზი 107:100 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. ქართველ კალათბურთელს შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან არ დაუწყია და 30:21 წუთი ითამაშა, მან ამ დროში 20 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო ლაური მარკანენმა, ფინელმა ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა - 27 ქულა, 11 მოხსნა. ტორონტოდან სანდროზე 1 ქულით მეტი ჰქონდა ერჯეი ბარეტს.
ტორონტო რეპტორსი 30 მოგებით და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 5 თებერვალს, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ გამართავს.