Belive

მამუკელაშვილმა დაიწყო - სანდრომ ლეიკერსის მაისურით პირველად ითამაშა

5 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

სანდრო მამუკელაშვილმა, ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით, პირველი შეხვედრა ჩაატარა. NBA-ში რეგულარული სეზონისწინა მატჩები მიმდინარეობს, რასაც მწვრთნელები, ოქტომბრის დასაწყისში, გუნდების დასაკომპლექტებლად გამოიყენებენ.

ლეიკერსს საკრამენტო კინგსმა უმასპინძლა და სტუმრებმა 103:127 გაიმარჯვეს. სანდრო მამუკელაშვილი ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 19 წუთი გაატარა და თავიც გამოიჩინა. ქართველმა 8 ქულა, 5 გადაცემა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მამუმ 4-დან 2 სამქულიანი და ერთიც ორქულიანი ჩააგდო.

ლეიკერსის შემადგენლობაში, ყველაზე შედეგიანი, ლუკა დონჩიჩი იყო - სლოვენიელმა 21 ქულას მოუყარა თავი (მხოლოდ 16 წუთი ითამაშა).

ლეიკერსი პრე-სეზონის მატჩების სერიას გოლდენ სტეიტთან სტუმრობით გააგრძელებს.

სხვა სტატიები