Belive

ტორონტო პლეი-ოფს მიღმა დარჩა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ინის მატჩები გაიმართა.

ტორონტოში, "Scotiabank Arena"-ზე "ტორონტოსა" (9) და "ჩიკაგოს" (10) დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით 105:109 დასრულდა. სტუმარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი ზაკ ლავინმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 40:22 წუთში 39 ქულის, 6 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

გამომდინარე იქიდან, რომ "ჩიკაგომ" რეგულარული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა, 1 გამარჯვება საკმარისი არაა. პლეი-ოფში მოსახვედრად "მაიამისა" და "ჩიკაგოს" დაპირისპირება გაიმართება. გამარჯვებული საჩემპიონო ბრძოლას განაგრძობს - დამარცხებულისთვის კი სეზონი დასრულდება.

სხვა სტატიები