Belive

სპურსმა ოვერტაიმში წააგო - მამუკელაშვილმა კვლავ არ ითამაშა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "სან ანტონიოსა" და "ტორონტოს" დაპირისპირება შედგა. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ, "ტორონტომ" 7-ქულიანი სხვაობით, 116:123 გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, სანდრო მამუკელაშვილს "სპურსის" რიგებში სათამაშო დრო კვლავ არ მიეცა. "სან ანტონიოს" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კელდონ ჯონსონი გახდა, რომელმაც 26 ქულის, 6 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. შედეგიანი მატჩი ჩაატარა ვიქტორ ვემბანიამამ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა (20 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი).

"ტორონტოს" სკოტ ბარნსმა ულიდერა - მის ანგარიშზე 30 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა.

სხვა სტატიები