Belive

კავაი ლეონარდმა კლიპერსთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კავაი ლეონარდსა და "ლოს-ანჯელეს კლიპერსის" წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. NBA-ის ვარსკვლავმა "კლიპერსთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა და ამ დროის განმავლობაში, $152.4 მილიონს გარანტირებულად მიიღებს.

განახლებული კონტრაქტის შედეგად, კავაი ლეონარდი "კლიპერსის" ღირსებას 2026/27 წლების სეზონის ჩათვლით დაიცავს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც 2019 წელს, "ტორონტოს" მაისურით ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, კავაი "კლიპერსს" შეუერთდა. 32 წლის ვარსკვლავი NBA-ის 2-გზის ჩემპიონი და 2-გზის ფინალების MVP-ა.

სხვა სტატიები