ტორონტო ჩემპიონთან დამარცხდა | სანდრო მამუკელაშვილს 3 ქულა ჰქონდა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რეპტორსმა ოკლაჰომა სითი თანდერს უმასპინძლა და 107:116 დამარცხდა. ამ მოგებით, მოქმედმა ჩემპიონმა კიდევ უფრო გაიმყარა ამ მომენტისთვის საუკეთესო გუნდის სტატუსი და 45-ე გამარჯვება იზეიმა (ყველაზე მეტი ორივე კონფერენციის გუნდებს შორის).
სანდრო მამუკელაშვილი ძირითად ხუთეულში არ ყოფილა - ქართველმა მწვრთნელისგან 15 წუთზე ცოტა მეტი მიიღო და ამ დროში გუნდს 3 ქულა, 2 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთიც ჩაჭრა მოუტანა. თამაშიდან სროლების მხრივ, სანდროს ცუდი სტატისტიკა ჰქონდა, მან 7-დან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო (0/3-ორქულიანი და 1/4-სამქულიანი).
34 მოპოვებული გამარჯვებით, ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა - რეპტორსი შემდეგ მატჩს სან ანტონიოს წინააღმდეგ ჩაატარებს.