მამუკელაშვილის 11 ქულა | ტორონტო მინესოტასთან დამარცხდა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში მინესოტა ტიმბერვულვზმა ტორონტო რაპტორსი 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:107 დაამარცხა და მოგებათა სერია 5-მდე გაზარდა.
ტორონტოს შემადგენლობაში 24 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 11 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
რაპტორსს 25 ქულით, 6 მოხსნითადა 1 დაფარებით არ ჯეი ბარეტმა ულიდერა, მინესოტას რიგებში კი 22 ქულით, 4 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით ენტონი ედვარდსი გამოირჩა.
ტორონტო, რომელიც 35 მოგებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 8 მარტს, დალას მავერიქსის წინააღმდეგ გამართავს.