თორნიკეს ისევ კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ ვირტუსი მაინც დამარცხდა
თორნიკე შენგელიას "ვირტუს" ბოლონია იტალიის ჩემპიონატის 9-ე ტურში ბრინდისთან დამარცხდა 83:75 დამარცხდა.
კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, თორნიკე თავისი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო, მან 25 წუთში 13 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
ყველაზე მეტი 25 ქულა მატჩში ბრინდისიდან ჯორდან ბაიეჰეს ჰქონდა, ამასთან ერთად კი ორმაგი დუბლი შეასრულა 10 მოხსნით. ჯერემი სენგლინმა 22 ქულა და 7 ასისტი მიითვალა.
"ვირტუს" ბოლონია წაგების მიუხედავად 14 ქულით პირველ ადგილს იტალიის ჩემპიონატში მაინც ინარჩუნებს. თორნიკეს გუნდს 7 მოგება და 2 წაგება აქვს.
შემდეგ მატჩს "ვირტუსი" 30 ნოემბერს ევროლიგაზე "ბაიერნს" დაუპირისპირდება.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) November 26, 2023
A Brindisi la Virtus esce sconfitta dopo aver inseguito sempre nel punteggio
🔢 Lundberg 14, Shengelia 13, Belinelli 11, Hackett 11, Abass 11, Dunston 4, Dobric 3, Smith 3, Pajola 2, Cacok 1#AmarsiAncora pic.twitter.com/IX9ZTzruJx