Belive

ვირტუსმა ვენეცია ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში დაამარცხა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონის გასარკვევად პლეი ოფის ნახევარფინალის პირველი მატჩი შედგა. "ვირტუს ბოლონიამ" საკუთარ არენაზე "ვენეცია" მიიღო და ოვერტაიმში, ანგარიშით 103:89 დაამარცხა (ძირითადი დრო 86:86).

ვირტუსმა შეხვედრა კარგად დაიწყო და გუნდი დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა ვენეციამ მესამე და მეოთხე მეოთხედში თამაშის მოტრიალება მოახერხა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით დროში ვენეცია პირწმინდად - 17:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 30 წუთი გაატარა და გუნდს 11 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. თორნიკემ 6 საშუალო ტყორცნიდან 2-ჯერ ჩააგდო, 2 სამქულიანიდან 1 ზუსტი აღმოჩნდა და საჯარიმოს ხაზიდან სროლა არ გაუფუჭებია.

მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე მარკო ბელინელი გახდა - 26 ქულით. აღსანიშნავია, რომ თამაშის ხუთი ყველაზე მაღალქულიანი კალათბურთელიდან, მხოლოდ ბელინელი წარმოადგენს ვირტუსს.

სერიის მეორე შეხვედრა 26 მაისს ჩატარდება და მასპინძლები ისევ ბოლონიელები იქნებიან.

სხვა სტატიები