Belive

თორნიკე შენგელიას ვირტუსმა სკაფატი გაანადგურა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" სერია ა-ს მე-20 ტურის მატჩში "სკაფატი" გაანადგურა, ქართველის გუნდმა მეტოქე 94:67 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი ჰქონდა, მან 8 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ ბურთი მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა.

ყველაზე მეტი 18 ქულა მარკო ბელინელის ჰქონდა, მეტოქე "სკაფატიდან" კრუიზ პინკინსმა 16 ქულა ჩააგდო. ანტე ჟიჟიჩმა 12 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

"ვირტუს ბოლონია" იტალიის ჩემპიონატში 30 ქულით (15 მოგება, 5 მარცხი) მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან ბრეშას 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 15 თებერვალს იტალიის თასის 1/4-ფინალში გამართავს.

სხვა სტატიები