Belive

დუბაიმ რეალ მადრიდი დაამარცხა | შენგელიამ 15 წუთი ითამაშა

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის პირველი ტურის შეხვედრაში დუბაიმ რეალ მადრიდი 78:77 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 15:16 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა (3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა დუეინ ბეიკონმა დააფიქსირა, 12 ქულა ჰქონდა მაკკინლი რაიტს, 11-11 ქულა ჩააგდეს ტიმოთე ლუვავუ-კაბარომ და თეო მალედონმა.

დუბაი მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს ვენა ბასკეტის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები