Belive

ვირტუსი მონაკოსთან დამარცხდა | თორნიკე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "მონაკოსთან 80:86 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 24:23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ქართველ კალათბურთელს ქულებით მხოლოდ მაიკ ჯეიმსმა აჯობა, მას 24 ქულა ჰქონდა.

"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის ცხრილში 7 მოგებით და 16 მარცხით მე-16 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 იანვარს, 21:15 საათზე "სასარის" წინააღმდეგ ჩაატარებს.