Belive

თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ოლიმპია მილანო დაამარცხა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს პლეი ოფის ფინალში "ვირტუს ბოლონიამ" "ოლიმპია მილანო" სერიის მეორე შეხვედრაში 72:64 დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

თორნიკე შენგელია მატჩში საუკეთესო იყო, ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 21 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მეორე ყველაზე კარგი შედეგი შეხვედრაში დევონ ჰოლმა და ნიკოლა მიროტიჩმა 13-13 ქულა დააფიქსირეს.

სერიის მესამე შეხვედრა 11 ივნისს მილანში გაიმართება.

სხვა სტატიები