თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ევროლიგა მარცხით დაიწყო
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ევროლიგის პირველი ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდა, თორნიკე შენგელიას გუნდი 67:76 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით თორნიკეს თანაგუნდელი აიზია კორდინიე იყო.
Esordio amaro per la Segaftedo che cede all’Efes nell’ultimo quarto ❌ pic.twitter.com/OdHTSHT3vX
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) October 4, 2024
"ვირტუს ბოლონია" მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში "პისტოიას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება.