Belive

თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ევროლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი მოიგო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-5 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,პარტიზანი'' სტუმრად 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 70:69 დაამარცხა. შედეგად, ლუკა ბანკის გუნდმა ზედიზედ 4 წაგების შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩში 36 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. თოკომ 6-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ბოლონიელთა ფორვარდმა, უილ კლაიბერნმა - ამერიკელმა 27 ქულას, 2 მოხსნას, 1 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. საკუთარ გუნდს გამარჯვების მომტანი ქულები მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე, სწორედ კლაიბერნმა მოუტანა.

,,პარტიზანის'' რიგებში 20 ქულით, 6 მოხსნით, 5 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ტაირიკ ჯონსი გამოირჩა.

,,ვირტუსი'' 1 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი ევროლიგის მომავალ მატჩს 30 ოქტომბერს, ,,ბაიერნის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები