Belive

თორნიკე შენგელიას დაფარება 30-ე ტურის ერთ-ერთი საუკეთესო იყო

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს ბოლო, 30-ე ტურში "ვირტუს ბოლონიამ" "ტრაპანი" ოვერტაიმში 101:96 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი ჰქონდა, ქართველმა 25 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის დაფარება "ტრაპანის" წინააღმდეგ, 30-ე ტურის TOP 3-ში შევიდა.

"ვირტუს ბოლონია" იტალიის სერია A-ს პლეი-ოფს ითამაშებს, პირველ რაუნდში მათი მეტოქე "ვენეცია" იქნება. 3 მოგების შემდეგ ერთ-ერთი გუნდი მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს, წყვილს შორის პირველი მატჩი 18 მაისს 22:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები