თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ოლიმპია მილანოსთან დამარცხდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში "ოლიმპია მილანოსთან" 82:80 დამარცხდა.
ქართველ კალათბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა 30 წუთში 13 ქულა 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 16 ქულა ბოლონიელთა რიგებიდან მარკო ბელინელიმ ჩააგდო. 15 ქულა ჰქონდა ნიკოლო მელის "ოლიმპია მილანოდან".
შემდეგ შეხვედრას "ვირტუს ბოლონია" ევროლიგაში "ბასკონიას" შეხვდება. მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) December 10, 2023
La Segafredo rimonta, lotta nel finale fino all’ultimo possesso ma cede al Forum
🔢 Belinelli 16, Shengelia 13, Cordinier 11, Dunston 10, Hackett 9, Smith 7, Abass 5, Lundberg 4, Polonara 3, Cacok 2#AmarsiAncora pic.twitter.com/gjltFrYSI6