Belive

შენგელიას 19 ქულა პანათინაიკოსთან | ვირტუსი ბოლო წამზე დამარცხდა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 32-ე ტურში "ვირტუს ბოლონიამ" საკუთარ არენაზე "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და 79:81 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია იყო. თორნიკემ პარკეტზე 29 წუთი გაატარა და ამ დროში 19 ქულის, 4 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო. ვირტუსის რიგებში ყველაზე მაღალშედეგიანი კალათბურთელი სწორედ შენგელია გახდა.

თამაში ისე დაიწყო, თითქოს დიდი ინტერესი და დაძაბულობა არ შენარჩუნდებოდა. ბერძნებმა პირველი მეოთხედი 14 ქულის სხვაობით მოიგეს და მეორე მეოთხედის ბოლოსაც, შესვენებაზე, იმავე სხვაობით გავიდნენ. მეორე ტაიმში უპირატესობა ვირტუსისკენ გადავიდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ პანათინაიკოსის უკანასკნელი შეტევის წინ ანგარიში 79:79 იყო. თამაშის დამთავრდებამდე 10 წამით ადრე, სტუმართა კალათბურთელმა, კენდრიკ ნანმა ბურთი წამოიღო და სირენასთან ერთად 2-ქულიანი ჩააგდო, რამაც პანათინაიკოსს გამარჯვება გაუფორმა.

ვირტუსს ევროლიგაში საშინელი სერია აქვს, გუნდმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა წააგო და ცხრილის მერვე ადგილზე იმყოფება. პანათინაიკოსი 21 მოგებითა და 11 მარცხით მეორე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები