შენგელიას 14 ქულა - ვირტუსმა ბარსელონას მოუგო
ევროლიგის მე-12 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:75 დაამარცხა.
ლუკა ბანკის გუნდი მეორე მეოთხედში მეტოქესთან 16 ქულით აგებდა, შეხვედრის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი მე-4 მეოთხედის სტარტზე თორნიკე შენგელიას ზუსტი სამქულიანი იყო, რომლითაც ,,ვირტუსმა'' ანგარიში გაათანაბრა (61:61).
ქართველმა ფორვარდმა 32 წუთში 14 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
თოკომ 8-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში იფე ლუნდბერგს (21), დენიელ ჰეკეტსა (20) და აიზია კორდინიეს (17) ჩამორჩა.
,,ბარსელონას'' შემადგენლობაში 15 ქულით, 5 მოხსნით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ვილი ერნანგომესი გამოირჩა.
,,ვირტუსი'' 8 მოგებითა და 4 მარცხით ევროლიგის მე-3 პოზიციაზეა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, ,,მაკაბის'' წინააღმდეგ გამართავს.
შენგელიას 3-ქულიანი, რომლითაც ვირტუსმა წონასწორობა აღადგინა: