თორნიკე შენგელიას 20 ქულა | ვირტუსმა ბაიერნს მოუგო
საკალათბურთო ევროლიგის 22-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ არენაზე "ვირტუს ბოლონია" მიიღო და 10-ქულიანი სხვაობით, 72:82 დამარცხდა. გერმანელების მარცხის მთავარი შემოქმედი თორნიკე შენგელია იყო. ვირტუსმა მასპინძლებს ყველა მეოთხედი მინიმუმ 1 ქულის სხვაობით მოუგო.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 28 წუთი გაატარა და ამ დროში 20 ქულა (ყველაზე მეტი იტალიელებიდან), 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 11-დან 7-ჯერ ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, საჯირიმოს ხაზიდან ნასროლი 7 ბურთიდან კი 6 ზუსტი აღმოჩნდა. შენგელიამ 2-ჯერ დააფარა მეტოქეს და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ქართველი თითქმის 1-თვიანი პაუზის შემდეგ, 2 დღის წინ, "ჟალგირისთან" დაბრუნდა და 12 ქულა მოაგროვა.
ვირტუსი ევროლიგის ცხრილის მე-16 ადგილზეა, კლუბს 7 მოგება და 15 მარცხი აქვს.